Sunday, July 13, 2014

პირველი დღე

2014 წლის 22 ივნისის სემინარზე განხილული იყო შემდეგი საკითხი: ინტელის სასწავლო კურსის გაცნობა და მის ფარგლებში პროექტების დაგეგმვა. პირველ შეხვედრაზე პროექტის დაგეგმვის მიზნით, შევქმენი საქაღალდეები კურსის რესურსებისთვის, მოსწავლის ნიმუშებისთვის, სასწავლო პროექტის გეგმისთვის და და დამხმარე მასალებისთვის, ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალებისთვის და შეფასებებისთვის, რაც დამეხმარება მომდევნო ეტაპზე პროექტის მომზადებაში. პირველ შეხვედრაზე განხილული დავალებები გასაგები იყო ჩემთვის, რაც ხელს შემიწყობს მომდევნო დავალებების დაძლევაში.

მესამე დღე

მე-3 შეხვედრა შეეხებოდა სამუშაო გეგმაში მიმართულების მიმცემი მონაცემების შეტანას - პროექტის ავტორის ვინაობის, ინსტიტუციის (სკოლის) მითითებას.

მეორე დღე

უნდა ჩამოვყალიბდეთ პროექტის ძირითად არსზე. მიზანი არის პროექტის საპროგრამო მასალასთან დაკავშირება, იყოს ახლოს თანამედროვე ცხოვრებასთან. აქტივობები: ნახატების გამოფენის მოწყობა, მასალების მოძიება, მოსწავლეების ურთიერთთანამშრომლობის განვითრება

Thursday, July 10, 2014

მერვე დღე

ვისწავლეთ ფალსიფიკაციის მასალა. შევიმუშავეთ სუსტი, საშუალო და ძლიერი მოსწავლის დავალებები.

Tuesday, July 8, 2014

მეშვიდე დღე.

გავეცანით შეფასებებს. თანატოლთა და ურთიერთშეფასების ფორმებს. შევავსეთ დროში გაწერილი გეგმა. სახლში შესავსებია გეგმის შეფასების კრიტერიუმები.

Saturday, July 5, 2014

მეექვსე დღე.

მეექვსე დღე. თითოეული ჯგუფისთვის შევქმენით პრეზენტაცია და შევინახეთ პროექტის მოსწავლის ნიმუშში

Thursday, July 3, 2014

მეხუთე დღე

წყვილებში მუშაობა. ბლოგების გვერდების შექმნა. სურათების ჩასმა, რაც ცოტა გამიჭირდა. მაგრამ ახსნის შემდეგ უკვე გავიგე. სხვა ყველაფერი გასაგები იყო. გმადლობთ ტრენინგისთვის.

Tuesday, July 1, 2014

მეოთხე დღე

ვისწავლე პრეზენტაციის დროს მოსწავლეთა შეფასებები.